loader

ხანძარი მოსკოვის თბოელექტროსადგურთან - ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი მოსკოვის თბოელექტროსადგურთან - ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებზე

მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ "სევერნაიასთან" ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი.

ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე.

ხანძარს 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი აქრობდა.

ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ტასი" ავრცელებს.