კოშმარი ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - 2 გარდაცვლილი და 11 დაშავებული, ერთმანეთს სამი "მინივენი" შეეჯახა
22:39 / 13-07-2019
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი "მინივენი" ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
პირველადი ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.
მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრასპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კადრებს მარიკა ხიდურელი საკუთარ "ფეისბუქზე" ავრცელებს.