X
გიგა ბოკერია - მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო
13:28 / 14-07-2019
მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.

„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ ყველა აქცენტი ზუსტად დასვა.

„მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე;

2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა;

3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას;

4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად;

5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია;“,-წერს გიგა ბოკერია.

მისიევ თქმით, საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება.

„მინისტრი გახარია უნდა გადადგეს არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში“,- წერს ბოკერია.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე იხილეთ: "როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს..." - რას პასუხობს ნიკა მელია "ევროპულ საქართველოს"


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომა ისე გახსნა, რომ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე - რაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ
რას ამბობს იმ სალობიეს მფლობელი, რომელშიც გასულ ღამეს სალომე ზურაბიშვილი ლობიოს ჭამდა
მომენტი, როცა სოხუმში "კანონიერი ქურდები" ჩაცხრილეს - ვიდეოთვალის კადრები
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის რომ კიევში ჩამოვიდნენ" - გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი კიევში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გიორგობას აღნიშნავენ