"ასეთი დიდი სტიქიური უბედურება ადგილობრივებს არ უნახავთ" - როგორ გამოიყურება მარნეულის სოფელი, რომელიც ნიაღვარმა დატბორა
18:11 / 14-07-2019
როგორც ,,პალიტრავიდეოს" მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, ძლიერმა წვიმამ სოფლის გზაზე ნიაღვარი წარმოქმნა და სახლები დატბორა. დატბორილი სახლებიდან წვიმის წყალი უკვე ამოიტუმბა, ასევე მიმდინარეობს ეზოებისა და გზების გაწმენდა.