loader

"როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს..." - რას პასუხობს ნიკა მელია "ევროპულ საქართველოს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს..." - რას პასუხობს ნიკა მელია "ევროპულ საქართველოს"

მათი განცხადებები, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის, - ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ევროპული საქართველოს“. მელია ამბობს, რომ ისრების გადატანა არასწორია და დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.
ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას - მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც “ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“. დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ. - წერს მელია “ფეისბუქის“ გვერდზე.

ასევე იხილეთ: გიგა ბოკერია - მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო