loader

რა ხდებოდა მოსკოვში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მოსკოვში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე

მოსკოვის ცენტრში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

ოპოზიციის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიებმა მოსკოვის ქალაქის სათათბიროს არჩევნებზე ხარვეზის მომიზეზებით დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერი ხელმომწერები დაბლოკეს. ამის გამო კანდიდატებმა შესაძლოა, არჩევნებში ვეღარ მიიღონ მონაწილეობა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: "ჩვენ არ წავალთ!". ისინი ხელისუფლებისგან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.