loader

ვის უნდა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა და რა ვიდეომიმართვას აქვეყნებენ მოწამლული "ოპოზიციის ლიდერის" მხარდამჭერები ე.წ. არჩევნებამდე 1 თვით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის უნდა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა და რა ვიდეომიმართვას აქვეყნებენ მოწამლული "ოპოზიციის ლიდერის" მხარდამჭერები ე.წ. არჩევნებამდე 1 თვით ადრე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა. თავდაპირველად ე.წ. არჩევნები 25 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თარიღი შეიცვალა.

ე.წ. არჩევნებში მთავარ მეტოქეებად ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ასლან ბჟანიაა, რომელიც ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატია. თუმცა ბჟანიას მონაწილეობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კანდიდატი აპრილიდან გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული და ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს. მისი მხარდამჭერების მტკიცებით, ასლან ბჟანია მოწამლეს.

ექსპერტების მოსაზრებით, 2019 წლის ე.წ. არჩევნებში მთავარი ფავორიტი ბჟანიაა, თუმცა პოლიტოლოგები არც მეორე ტურს გამორიცხავენ.