loader

უახლესი კადრები დავით-გარეჯიდან - როდის შეეძლებათ ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი კადრები დავით-გარეჯიდან - როდის შეეძლებათ ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა?

უახლოეს დღეებში, ვგულისხმობ ამ კვირას, ჩვენი მომლოცველები, ასევე ტურისტები გადაადგილებას მოახერხებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. ეს ეხება ჩიჩხიტურს, აღდგომის მონასტერს და სხვა დანარჩენ ტერიტორიებს,- ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ განმარტა, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "რამდენიმე დღე მოქალაქეები ზემოთ არ ავიდნენ".

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომის მონასტერზე მისვლა შესაძლებელი იქნება. კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანული მხრისგანაც "არის მზაობა, რომ დაბრუნდეს ის რეჟიმი, რაც იყო წინა დღეებში".

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 14 ივლისს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი.

ასევე იხილეთ: რატომ გამოიტანეს აზერბაიჯანებლმა მესაზღვრეებმა ქართული ხატები კელიებიდან? - რას აცხადებს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია