loader

ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე ჩემოვარდა - დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე ჩემოვარდა - დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს სიმაღლიდან მეხანძრე-მაშველი ჩამოვარდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 51 წლის გელა მელიქიძეა.

„მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: ნათია წითელაური