პეკინის ქუჩაზე "აიტექნიკსის" მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეებმა მაღაზიის შუშა ჩაამტვრიეს, მაღაზიაში შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიის დატოვებისას მათ რამდენიმე ტელეფონი პეკინის ქუჩაზე დაუვარდათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.