loader

როგორ გადადიოდა "რუსთავი 2"-ის წილები ხელიდან ხელში - ნახეთ, სანამ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადადიოდა "რუსთავი 2"-ის წილები ხელიდან ხელში - ნახეთ, სანამ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-სთვის გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ორ­წლი­ან გან­ხილ­ვას ას­რუ­ლებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დღეს, 18 ივ­ლისს გა­მო­ა­ცხა­დებს. ორი­ვე მხა­რეს საქ­მე­ზე სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი აქვს. 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ პრე­ტენ­ზი­ას რამ­დე­ნი­მე მფლო­ბე­ლი გა­მოთ­ქვამ­და. მათ შო­რის იყო ქი­ბარ ხალ­ვა­შიც, რო­მელ­მაც "რუს­თა­ვი" 2-ის 100%-იანი წილი 2007 წელს გა­ას­ხვი­სა.
ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის - ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და თქვა, რომ წი­ლე­ბი იძუ­ლე­ბით და­ათ­მო­ბი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა სა­მი­ვე ინ­სტან­ცია მო­ი­გო.

Palitravideo.ge-ს ეს ვიდეოგრაფიკა მომზადებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სახელწოდებით - "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" - "რუსთავი 2"-ის ისტორია".

| "რუსთავი 2" ვარდების რევოლუციამდე

1994 წლიდან 2004 წლამდე "რუსთავი 2"-ის თითოეული დამფუძნებელი – ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე – არხის 33.3%-ს ფლობდა.

2000-იანი წლებისათვის რუსთავში დაარსებული ტელევიზია ქვეყნის უმსხვილეს კერძო ტელეარხად იქცა, რომელიც შევარდნაძის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა. 2001 წელს პოპულარული გადაცემის "ღამის კურიერის" წამყვანი გიორგი სანაია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი სრულად გამოძიებული არ იქნა. იმავე წელს "რუსთავი 2"-ში უშიშროების სამსახური შევიდა, რადგანაც სახელმწიფო ტელევიზიას 1.5 მილიონი ლარის დამალვაში ადანაშაულებდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულ მოვლენებს საპროტესტო აქციები მოყვა, რაც მთავრობის გადადგომით დასრულდა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "რუსთავი 2"-მა ეგზით-პოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, ოფიციალური შედეგების მიხედვით კი სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. "რუსთავი 2"-ის მიერ არჩევნების გაშუქებამ საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, რასაც ვარდების რევოლუცია და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

ქიბარ ხალვაში და "რუსთავის 2"-ის დამფუძნებლების გასვლა წილიდან

2004 წლის თებერვალში ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად დაინიშნა აირჩიეს. რამდენიმე თვეში კი "რუსთავი 2"-ის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე (ტაბატაძემ თითოეული დამფუძნებლისგან 3.33% მიიღო) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ "რუსთავი 2"-ს "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად" მოიხსენიებდნენ. დვალი და აქიმიძე კი იხსენებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მათ არხის დათმობას სთხოვდნენ. ყოფილი მფლობელების თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მათ "რუსთავი 2" არ დათმეს. "რუსთავი 2"-მა Media Development Loan Fund-დან (MDLF) სესხი აიღო, რისთვისაც მფლობელებმა გარანტიად საკუთარი საკუთრება, მათ შორის ინტერნეტ პროვაიდერ Georgia Online-ის წილები ჩადეს. როგორც დვალმა და აქიმიძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განუცხადეს, ამასობაში მათი ურთიერთობა კიწმარიშვილთან დაიძაბა.

2004 წლის 11 ივნისს, კიწმარიშვილმა "რუსთავი 2"-ის გაკოტრების პროცედურები წამოიწყო, რასაც წინ უსწრებდა ტელეკომპანიის განცხადება 9.2 მილიონი ლარის ოდენობის ვალის არსებობის შესახებ, საიდანაც 4.6 მილიონი ლარი "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მართებდა. მთავრობამ კომპანიას ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. დავით დვალის თქმით, "რუსთავი 2"-ს ასევე გააჩნდა 1.2 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი Media Development Loan Fund-ის მიმართ, რასაც ემატებოდა თიბისი-ს მიმართ არსებული 0.5 მილიონ ლარიანი ვალიც, რასაც დვალის თქმით, კომპანია განრიგის მიხედვით ისტუმრებდა.

თუმცა გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დვალისა და აქიმიძის თქმით, მდგომარეობა დაიძაბა – მსესხებლებმა ვალების დაბრუნება მოითხოვეს. იმისთვის რათა პირადი საკუთრება არ დაეკარგათ, რაც მათ სესხის აღებისას გარანტიად ჩადეს, დვალისა და აქიმიძის თქმით, ისინი იძულებულნი გახდნენ, გაეყიდათ "რუსთავი 2". Media Development Loan Fund-ის წარმომადგენელმა (MDLF-ი ახლა ასე იწოდება) დაგვიდასტურა, რომ "რუსთავი 2"-მა 2004 წელს საკუთარი ვალები დაფარა, თუმცა კლიენტთან ურთიერთობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავა ვალის დაბრუნების პროცესის დეტალების გამჟღავნებისგან.

"რუსთავი 2"-ის მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილება სწორედ ამ მომენტიდან იწყება. 2004 წლის 16 ივნისს, პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნეს საქმიანობაზეც ცნობები არ მოიპოვება, ვალებში მყოფი "რუსთავი 2"-ის 60% შეიძინა (30-30% ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100,000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200,000 აშშ დოლარად მიყიდა. ხალვაშის კომპანია შპს "პანორამამ" ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა. საჯარო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ტაბატაძემ წილები ნებაყოფლობით დათმო და სანაცვლოდ 200 ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა იყო. ეროსი კიწმარიშვილმა კი თავისი წილების სანაცვლოდ 50,000 აშშ დოლარი მიიღო. ოქტომბერში კიწმარიშვილმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და აღარც "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით მისი მეგობრული ურთიერთობა პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასთან დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის (2004), შინაგან საქმეთა მინისტრის (2004), თავდაცვის მინისტრისა (2004-2006) და ეკონომიკური განვითარების მინისტრის (2006) თანამდებობები ეკავა. ხალვაში "პროქტერ & გემბლის" სადისტრიბუციო ქსელს და "პეპსის" ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა.

ბეჟუაშვილების ოჯახი "რუსთავი 2"-ის წილებს იძენს

2005 წლის დეკემბერში "საქცემენტმა" ქიბარ ხალვაშის კომპანია "პანორამასგან" "რუსთავი 2"-ის 22% 131,994 ლარად შეიძინა. "საქცემენტის" 100%-ის მფლობელი პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა ("ნაციონალური მოძრაობა") და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (2005-2008) გელა ბეჟუაშვილის (გელა ბეჟუაშვილი დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსია) მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ "საქცემენტისგან" ეს წილები ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანიამ "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" შეიძინა. ჯგუფს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია "ჩემექსიმ ინტერნეიშენალის" მფლობელობაშია. დავით ბეჟუაშვილი 1999 წლიდან მოყოლებული თავის დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ იგი "ჩემექსიმ ინტერნეიშენალის" პარტნიორია, თუმცა ამ კომპანიიდან მიღებული რაიმე შემოსავალი პარლამენტარის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ნახშირის, ენერგეტიკულ და უძრავი ქონების კომპანიებს ფლობს. "ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს" 25%-იც ამ კომპანიას ეკუთვნის.

2006 წელს ხალვაშმა ტელეკომპანია "მზის" 78%, ბეჟუაშვილმა კი მისი 22% შეიძინა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "პირველი სტერეოს" 65%-საც ფლობდა.

ოფშორული მფლობელები

2006 წლის აგვისტოში "რუსთავის 2"-ის დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და არხს დაუბრუნდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი კობა დავარაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირი იყო. არველაძეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა.

იმავე წელს, მას შემდეგ რაც ირაკლი ოქრუშვილმა მთავრობა დატოვა, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია "პანორამამ" "რუსთავი 2"-ის 78% შპს "ჯეო-ტრანსზე" გაასხვისეს. "ჯეო-ტრანსს" ბიძინა ნიჟარაძე ფლობდა, რომლის ბიზნეს საქმიანობის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.

ათ დღეში "ჯეო-ტრანსმა" წილების 55% ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Delgado Resources-ს მიყიდა. ამ ოფშორული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ლევან ყარამანიშვილი იყო. ყარამანიშვილი საქართველოში რამდენიმე სხვა ოფშორულ კომპანიასაც წარმოადგენდა, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც ფლობდნენ "კავკასუს ონლაინსა" და "მობიტელს" ("ბილაინს"), რესტორნების ქსელ GMC-ს და თბილისის რკინიგზის სადგურზე მდებარე სავაჭრო ცენტრს. "ჯეო-ტრანსის" მფლობელობაში მყოფი დანარჩენი 23% კი "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" შეიძინა, რომელიც 22%-ს უკვე ფლობდა.

2007 წლის დასაწყისში მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანია "ჯეომედია გრუპმა", რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ისევ ბიძინა ნიჟარაძე იყო, Delgado Resources-ის 55% შეიძინა. ამ ორი კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა დღემდე უცნობი რჩება.

2007-2009 წლებში "რუსთავი 2"-ის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი იყო, რომელიც, შემდგომ, 2009-2013 წლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. 2008 წელს ჩიქოვანმა "რუსთავი 2"-ის 30% შეიძინა (15% "ჯეომედია გრუპისგან", 15% კი – "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან"). საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებულ არქივის დოკუმენტებში ეს გარიგება ასახული არ არის.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის წევრი გახდა, თავისი წილები ისევ "ჯეომედია გრუპსა" და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" მიჰყიდა, თუმცა ელექტრონულად ხელმისაწვდომ ოფიციალურ დოკუმენტებში არც ამ გარიგების შესახებ არის ცნობები. "რუსთავი 2"-ის დირექტორი ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორი გიორგი გეგეშიძე გახდა. გეგეშიძე Degson Limited-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა ამ კომპანიამ "რუსთავი 2"-ის 70% შეიძინა) ოფიციალური წარმომადგენელი იყო. "რუსთავი 2"-ის დარჩენილი 30% ბეჟუაშვილების ოჯახის მფლობელობაში დარჩა. ("საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" 30% თავის მფლობელ კომპანია "ჩემექსიმ ინტერნეიშენალს" მიყიდა.)

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, "რუსთავის 2"-ის მფლობელების ვინაობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ტელევიზიების ბურუსით მოცული მფლობელობის გამო საქართველოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აკრიტიკებდნენ. ამ თემის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის საშუალებით გავრცელდა.

2011 წელს პარლამენტმა ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობა აკრძალა და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნება მოსთხოვა. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შევიდა, ცოტა ხნით ადრე კი, ლევან ყარამანიშვილმა "რუსთავი 2"-ში Degson Limited-ის 60% და "ჩემექსიმ ინტერნეიშენალის" 30% შეიძინა. გიორგი გეგეშიძემ, რომელიც Degson Limited-ს წარმოადგენდა, ოფშორული კომპანიისგან დარჩენილი 10% შეიძინა.

"რუსთავი 2" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

4 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, "რუსთავი 2"-ის 40% დავით კეზერაშვილის კომპანია "მედია ჯორჯიაზე" 500,000 აშშ დოლარად გასხვისდა. "მედია ჯორჯიამ", რომელიც ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, წილები ხუთ დღეში გიორგი ყარამანიშვილს იგივე ფასად მიყიდა. მიხეილ სააკაშვილმა ყარამანიშვილი ერთხელ საკუთარ მეგობრად მოიხსენია.

2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული "რუსთავი 2" ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს. "რუსთავი 2"-ის 51%-ს ტელეკომპანია "საქართველო" ფლობს, რომლის 60% ლევან ყარამანიშვილის, 40% კი გიორგი ყარამანიშვილის მფლობელობაშია. დარჩენილი 9% გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში "საქართველო" თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელევიზია იყო და მას მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი ფლობდა. არჩევნების შემდეგ სიხშირე "ტაბულა TV"-მ შეიძინა.

2012 წლის ნოემბრიდან "რუსთავი 2"-ის დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამიაა. არჩევნების შემდეგ გვარამია კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა 30,000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სრული ტექსტი