loader

"კურიერის" სპეცგამოშვება: "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლას ირაკლი ოქრუაშვილი იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კურიერის" სპეცგამოშვება: "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლას ირაკლი ოქრუაშვილი იწყებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის ახალ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უჩივის.

ოქრუაშვილის სახეით თბილისის საქალაქო სასამართლლოში სარჩელი დღეს მისმა ადვოკატმა შეიტანა. ოქრუაშვილი ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ "რუსთავი 2"-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზოდელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ექსერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია.