loader

19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო, მაპატიეთ! - ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის ემოციური სიტყვა სასამართლოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო, მაპატიეთ! - ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის ემოციური სიტყვა სასამართლოზე

19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს და მინდა მის საფლავზე ვიყო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრმა, კობა კოშაძემ მოსამართლის კითხვის პასუხად განაცხადა.

მას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კითხვით მიმართა, გადაიხდიდა თუ არა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ გირაოს.

მან სასამართლო სხდომაზე მისი დაკავების შესახებაც ისაუბრა.

მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებისა და პირადი თავდებობის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში უდგებიან კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაგაშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.