loader

როგორ დახვდნენ ახალგაზრდები მამუკა ბახტაძესა და კახა კალაძეს მრგვალ ბაღთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დახვდნენ ახალგაზრდები მამუკა ბახტაძესა და კახა კალაძეს მრგვალ ბაღთან

ვაკეში, მრგვალ ბაღთან, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე რეაბილიტურებულ ბაღს ხსნის, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, კახა კალაძე არის პარტია "ქართული ოცნების"გენერალური მდივანი და პასუხისმგებლობა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე მანაც უნდა აიღოს.

მათივე განცხადებით, მანამდე, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს.

20-მდე ახალგაზრდა მრგვალ ბაღთან თვალზე ხელაფარებული დგას. აქტივისტთა ნაწილს ასევე თვალზე სახვევები უკეთიათ წარწერით: "საქართველოს 20 % ოკუპირებულია".

ვიდეო: გვერდი "თავისუფლებისთვის - For Freedom"