loader

პოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებული 23 წლისაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებული 23 წლისაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გარდა ამისა, პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.