loader

კადრები ზუგდიდიდან, სადაც ეკლესიის ეზოში გაშლილ სუფრაზე ლევან ვასაძეს ტაშით შეხვდნენ - ადგილზე "ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით" ხელმოწერები გროვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ზუგდიდიდან, სადაც ეკლესიის ეზოში გაშლილ სუფრაზე ლევან ვასაძეს ტაშით შეხვდნენ - ადგილზე "ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით" ხელმოწერები გროვდება

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ, ლევან ვასაძე მივიდა. ტაძრის ეზოში მყოფები აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფს "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" წარმოადგენენ. ისინი ეკლესიის ეზოში გაშლილ სუფრასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ტრაპეზია და უბრალოდ ხელმოწერების შეგროვებას დაემთხვა.

ლევან ვასაძის თქმით, ამ ტაძარში პირველად იმყოფება და იმ ადამიანების აზრებს იზიარებს, ვინც ტაძრის ეზოში ხელმოწერებს აგროვებს. სუფრის წევრები ლევან ვასაძეს ტაშით შეხვდნენ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა კი ამბობს, რომ დილით მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვა ჩაატარა და შემდეგ მოეწყო ტრაპეზიც, თუმცა მას ხელმოწერებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისივე ინფორმაციით, ტრაპეზი მრევლის მიერ არის მოწყობილი.