რას ამბობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის
17:02 / 20-07-2019
ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?!" - ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა.
სალიას თქმით, ოქრუაშვილს "რუსთავი 2"-ის წილების მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს.