loader

ადასტურებს თუ არა ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ოქრუაშვილთან შეხვედრას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადასტურებს თუ არა ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ოქრუაშვილთან შეხვედრას?

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ჰქოდათ.

მელაძის თქმით, მან ოქრუაშვილისგან მხოლოდ ის მოისმინა, რაც 20 ივლისს პირდაპირ ეთერში გავიდა და სხვა ტიპის კომუნიკაცია არ ჰქონია.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა შედგა. მისივე თქმით, ოქრუაშვილმა ათიოდე ჟურნალისტს შესთავაზა ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა. რეხვიაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა პასუხისთვის დრო ითხოვეს.

ასევე იხილეთ: ირაკლი ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა შესთავაზა - ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი