loader

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაესხნენ ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები სადგურზე მყოფ ადამიანებს - კოშმარული კადრები ჰონგ-კონგიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაესხნენ ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები სადგურზე მყოფ ადამიანებს - კოშმარული კადრები ჰონგ-კონგიდან

ჰონგ-კონგში ათობით ნიღბიანი მამაკაცი, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, სარკინიგზო სადგურზე შეიჭრა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესხმოდნენ თავს პლატფორმაზე მდგარ ადამიანებს და მატარებლებში მყოფ მგზავრებს თავდამსხმელები, რომელთაც თეთრი მაისურები ეცვათ.

შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. მათგან 1 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჰონგ-კონგის ცენტრში დემოკრატიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, აქციის დასაშლელად კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყვნენ რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები, თუმცა, ისინი თავს დაესხნენ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.