loader

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს: "სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს: "სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას"

რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას. იგი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში ჟურნალისტები აბსოლუტურად დაუსაბუთებელ განცხადებებს აჟღერებენ, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს და დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს.

ამავე განცხადებაში ტელეკომპანიის ახალი მფლობელი აღნიშნავს, რომ ის უკვე ეძებს სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედიამენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს. აქვე ხალვაში ირწმუნება, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება.