loader

სათვალთვალო კამერის კადრები, რომელშიც ადვოკატის მტკიცებით, ქუთაისში სუსლიაკის შვილებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერის კადრები, რომელშიც ადვოკატის მტკიცებით, ქუთაისში სუსლიაკის შვილებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჩანს

ტრეფიკიგსა და ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის ადვოკატი ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს, სადაც მისი მტკიცებით, ჩანს ქუთაისის საავადმყოფოში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ აღნიშნა, მან ეს კადრები ფსიქოლოგებს აჩვენა და მათთან კონსულტაციები გაიარა. თოდუა ფსიქოლოგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართულ საავადმყოფოებში ბავშვებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.