loader

შსს-მ გამოავლინა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პირველმა ატვირთა და გაავრცელა - დეტალები ბრიფინგზე გასაჯაროვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ გამოავლინა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პირველმა ატვირთა და გაავრცელა - დეტალები ბრიფინგზე გასაჯაროვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები.

აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა.

ვიდეო: "რადიო თავისუფლება"