loader

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა.

ბორის ჯონსონი ლონდონის ყოფილი მერია. იგი ბრექსითის მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხმების გარეშე.

მის კონკურენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი წარმოადგენდა. ბორის ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას ბოლოჯერ ხელმძღვანელობს.