loader

პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს - საგანგებო ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს - საგანგებო ბრიფინგი

გენერალურმა პროკურატურამ "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

გაიგე მეტი| რას ამბობდა პროკურატურა 5 თვის წინ საქმეზე, რის გამოც დღეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს