loader

ჯონსონი - ტრამპის ევროპული "ეკვივალენტი": ყველაზე ეპატაჟური მომენტები ბრიტანეთის ახალი პრემიერის ცხოვრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯონსონი - ტრამპის ევროპული "ეკვივალენტი": ყველაზე ეპატაჟური მომენტები ბრიტანეთის ახალი პრემიერის ცხოვრებიდან

"გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ძალიან კარგი კაცი გახდება! ის ხისტი და ჭკვიანია - მას ბრიტანეთის ტრამპს ეძახიან. ეს ძალიან კარგია. გამოდის, რომ ხალხს მოვწონვარ! ეს ის არის, რაც ხალხს უნდა, ის ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს!" - სწორედ ასე მიულოცა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ამერიკულ მედიაში ხშირად წერენ, რომ ჯონსონი დონალდ ტრამპის ევროპული "ეკვივალენტია". მსგავსებები კი ნამდვილად შეინიშნება. ბევრი მსხვილი გამოცემა ორივე ლიდერს ჰომოფობს, რასისტსა და სექსისტს უწოდებს.

პოლიტიკოსების სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება. Guardian-ის თქმით, მათი პროფესიული წარმატება უზარმაზარი პრივილეგიის, უპრინციპო ოპორტუნიზმის და უმოწყალო თავის გაპიარების კომბინაციაა".