loader

გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - 20-21 წლის ახალგაზრდების ცხედრები ერთ-ერთის მამამ იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - 20-21 წლის ახალგაზრდების ცხედრები ერთ-ერთის მამამ იპოვა

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 -ში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა. როგორც "პალიტრავიდეოს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მოკლულები არიან, დაახლოებით, 20-21 წლის ახალგაზრდები.

"მამას უნახავს. ამბობენ, შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე დღეს საღამოს მოხდა. როგორც შს სამინისტროში "პალიტრავიდეოს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: "იარაღით მოკლესო, ერთი 27 წლისაა" - რას ჰყვებიან მეზობლები გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

პირველი კადრები გურამიშვილის გამზირიდან, სადაც 2 ახალგაზრდა მოკლეს