X
მეზობლებს მკვლელობის ადგილზე სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი მკვლელობის ახალ ვერსიას უჩენს - რატომ შეინიშნება სისხლი ლიფტთან და რა განმარტებას აკეთებს შსს
14:55 / 25-07-2019
შსს განმარტავს, რატომ შეინიშნება გურამიშვილის გამზირზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე, სახლიდან სადარბაზოს ლიფტამდე სისხლის კვალი.

როგორც უწყებაში განმარტეს, სისხლი სამართალდამცველების მიერ ცხედრების გადასვენებისას დაიღვარა.

„სამართალდამცველების მიერ ცხედრების გამოსვენების დროს, მოხდა სისხლის ჩამოღვრა, რის გამოც კვალი რჩება გარკვეულ ადგილზე. ეს არის მიზეზი, რის გამოც ტერიტორიაზე სისხლის კვალი აღინიშნება“, - განაცხადეს შსს-ში.

გურამიშვილის გამზირზე, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია, რაც ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობის ახალ ვერსიას აჩენს.

ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რა ვითარებაში და როგორ მოხდა სისხლის კვალის დატოვება აღნიშნულ მონაკვეთზე, თუმცა არსებობს ვერსია, რომ დანაშაულის გარკვეული ეპიზოდი საცხოვრებელი ბინის გარეთ განვითარდა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი ახალგაზრდა გარეთ იყო გამოსული, თუმცა ლიფტთან მისვლის შემდეგ ის კვლავ სახლში დაბრუნდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"
რა წესები უნდა დავიცვათ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ
როგორ მოკლა პოლიციამ 12 წლის მოზარდი, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი ეკავა - შავკანიანთა მკვლელობების გახმაურებული შემთხვევები, რომელთაც სახალხო პროტესტი მოჰყვა
მეცნიერები საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე კლინიკურ კვლევას ატარებენ
ვინ იქნება "ოცნების" სიის სათავეში