X
პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა ემიგრანტებს - რა უნდა გააკეთოთ 15 აგვისტომდე მოქალაქეობის მარტივად შესანარჩუნებლად
14:04 / 27-07-2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ იმ კანონით, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ, საქართველოს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

"15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.
ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი!

განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა!, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვაქვეყნის მოქალაქეობაც.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა(რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია).

„მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, 2019 წლის 15 აგვისტომდე უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. თუკი საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა მარტივი პროცედურით გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობისმოპოვებასთან ერთად შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებით, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?