loader

ირაკლი ოქრუაშვილი გისოსებს მიღმა - ფოტო და ვიდეომასალა ოპოზიციონერის სასამართლო პროცესიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ოქრუაშვილი გისოსებს მიღმა - ფოტო და ვიდეომასალა ოპოზიციონერის სასამართლო პროცესიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე აქციაზე დაკავებულ პირების - გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენას მისი მეგობრები და თანამოაზრეები ტაშით შეხვდნენ.
პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.