loader

ბერძნულ ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი სასტიკად მოკლა - ბერძნული მედიის ცნობით, გარდაცვლილს ძლიერი დარტყმები კისრისა და თავის არეში აქვს მიყენებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერძნულ ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი სასტიკად მოკლა - ბერძნული მედიის ცნობით, გარდაცვლილს ძლიერი დარტყმები კისრისა და თავის არეში აქვს მიყენებული

დღეს ნიგრატას ციხეში სასტიკი მკვლელობა მოხდა. ფიზიკური დაპირისპირებისას 43 წლის რუსმა პატიმარმა 35 წლის ქართველი პატიმარი მოკლა. მოკლულ ქართველ პატიმარს ძლიერი დარტყმები კისრისა და თავის არეში აქვს მიყენებული. სასტიკად ნაცემი ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც რუსი, აგრეთვე ქართველი პატიმარი ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი. რამ გამოიწვია რუს და ქართველ პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჯერ-ჯერობით უცნობია.