loader

ერთადერთი კადრები თუშეთში დატრიალებული უბედურების ადგილიდან, სადაც 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი გარდაიცვალა - კადრები საგანგებო სამსახურმა ახლახანს გაასაჯაროვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი კადრები თუშეთში დატრიალებული უბედურების ადგილიდან, სადაც 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი გარდაიცვალა - კადრები საგანგებო სამსახურმა ახლახანს გაასაჯაროვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.