loader

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 მოწამლულია - "მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 მოწამლულია - "მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია"

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 მოწამლული ქუთაისში გადაიყვანეს.

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

"ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში", - განაცხადა დავით ჯანაშიამ.

ექიმის თქმით, უცნობია, სოკოს სახეობა, რაც მიიღეს მათ.

კიდევ ერთი მოწამლული დასავლეთის რეგიონალურ ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც მძიმეა. ის კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო