ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, სადაც ლიფტის შახტაში 4 ადამიანი ჩავარდა - დაშავდნენ ოპერატორებიც
13:01 / 29-07-2019
ინციდენტის შედეგად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი ედნარ კოჩალიძე დაშავდა. დაზიანება მან თავის არეში მიიღო.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დაშავებულ ოპერატორს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის #2-ში, მშენებარე კორპუსში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. ისინი საადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ასევე დაგაინტერესებთ: ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა, შახტაში 4 ადამიანი ჩავარდა - რა მიზეზებზე საუბრობენ ადგილობრივები