loader

რა ხდება მოსკოვში: რის გამო დაარბიეს და დააკავეს ხალხი, შეცვივდნენ ტელევიზიებში და დაასისხლიანეს მომიტინგეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება მოსკოვში: რის გამო დაარბიეს და დააკავეს ხალხი, შეცვივდნენ ტელევიზიებში და დაასისხლიანეს მომიტინგეები

27 ივლისს მოსკოვში გამართულ აქციაზე, სადაც მომიტინგეები ქალაქის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას და თავისუფალ ადგილობრივ არჩევნებს ითხოვდნენ, 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არიან. ხელისუფლებამ არ დაარეგისტრირა ფაქტობრივად არც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ოპოზიციონერი კანდიდატი.

ფართომასშტაბიანი აქციების ციკლი მოსკოვში 14 ივლისს დაიწყო, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით დაიწყო გამოძიება. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოწმედ დაჰკითხეს დამოუკიდებელი ტელევიზიის, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი.

27 ივლისს არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასობით სპეცრაზმელმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტებსა და ელექტროშოკებს იყენებდნენ. არიან დაშავებულებიც.