loader

რა ხდება ვაშლიჯვარში, სადაც პოლიციაა მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ვაშლიჯვარში, სადაც პოლიციაა მობილიზებული

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები უკვე მე-8 დღეა არიან შესახლებულები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც პოლიციის უფროსის მოადგილემ ლაშა ჯაშიაშვილმა განაცხადა, შენობაში ყოფნა მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეიძლება, რადგან შენობა ავარიულია.

ერთ-ერთი დაზარალებულის, ნინო ანდრონიკაშვილის თქმით, ის შვილის გასასეირნებლად გამოვიდა შენობიდან და პოლიციამ უკან აღარ შეუშვა.

ავტორი: ლელა მდივანი