loader

"ათ წუთში შეშუპდა, ყელი დაეკეტა და დაიღუპა" - ზესტაფონში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებას კრაზანის ნაკბენს აბრალებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ათ წუთში შეშუპდა, ყელი დაეკეტა და დაიღუპა" - ზესტაფონში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებას კრაზანის ნაკბენს აბრალებენ

ზესტაფონის რაიონიდან დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს. ადგილობრივების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.
ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა. მათი თქმით, კრაზანების ასეთი შემოტევა არ ახსოვთ და დღე არ გავა, რომ მწერმა ვინმე არ დაკბინოს.

ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი, 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია. ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.

გაიგეთ ამ თემაზე უფრო მეტი