loader

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა - რა ღირს 1 აშშ დოლარი თბილისის სავალუტო ჯიხურებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა - რა ღირს 1 აშშ დოლარი თბილისის სავალუტო ჯიხურებში?

თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი, ძირითადად, 2,960-2,965 ლარის ფარგლებშია, თუმცა, ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარი 2,996 ლარიც ღირს.

რაც შეეხება დოლარის გაყიდვას, ზოგიერთ ჯიხურში 1 აშშ დოლარის გაყიდვა 2,950 ლარად, ზოგან კი 2,925/ 2,924 ლარად არის შესაძლებელი.

ამასთან, კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა.

კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2,91 ლარად შეუძლიათ;

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,91 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 2,99 ლარად, მის გაყიდვას კი 2,91 ლარად შეძლებენ;

„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.91 ლარად შეუძლიათ;

3 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 2.98 ლარად შეძლებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9507 ლარი შეადგინა.


ავტორი: ლელა მდივანი