loader

რუსეთში, დემონსტრანტების სასტიკი დარბევის მიუხედავად, გამოძიება პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით აღიძვრება და ვისაც ბრალი დაუმტკიცდება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში, დემონსტრანტების სასტიკი დარბევის მიუხედავად, გამოძიება პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით აღიძვრება და ვისაც ბრალი დაუმტკიცდება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსეთში გასული შაბათის საპროტესტო აქციების შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. სახელმწიფო გამომძიებლები დემონსტრაციას მასობრივ არეულობას უწოდებენ და აცხადებენ, რომ სამი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით. თუ ვინმეს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აქცია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიერ გაიმართა, არასანქცირებული იყო.

შეგახსენებთ, მოსკოვში შაბათს საპროტესტო გამოსვლებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციამ აქციის დასაშლელად ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრაციას 10 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რაც მოსკოვის ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.

დემონსტრანტები მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.