loader

შსს-ს უახლესი კადრები თუშეთიდან, სადაც ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს უახლესი კადრები თუშეთიდან, სადაც ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო-საძიებო ოპერაცია დასრულებულია.

შსს-ს ინფორმაციით, ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.