loader

ძლიერი ქარი და სეტყვა მარნეულის რაიონში - წაქცეულია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები, დახოცილია პირუტყვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ქარი და სეტყვა მარნეულის რაიონში - წაქცეულია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები, დახოცილია პირუტყვი

მარნეულის რაიონის სოფელი საიმერლო დაისეტყვა, - ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო მარნეული" ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, "სოფელში წაქცეულია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები, ქუჩების ნაწილს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ორი მსხვილფეხა პირუტყვი ხის წაქცევის შედეგად დაიხოცა".