loader

ურეკთან ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო - ბიცოლა და მაზლის შვილი: "გულ-ფილტვის რეანიმაცია გაგრძელდა ნახევარი საათი, რამაც შედეგი ვერ გამოიღო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ურეკთან ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო - ბიცოლა და მაზლის შვილი: "გულ-ფილტვის რეანიმაცია გაგრძელდა ნახევარი საათი, რამაც შედეგი ვერ გამოიღო"

კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის ერთი არასრუწლოვანია. ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.

ავტორი: მაია ძაგანია