X
"რუსთავი 2"-ის კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა - სად დაიკითხება ნიკა გვარამია?
18:50 / 01-08-2019
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია, - ამის შესახებ პროკურატურის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა "ინტერმედიას" შენობა.

გამომძიებლის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვებიც.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]