loader

"არ ჩანდნენ, მარტო ხმა გვესმოდა" - როგორ ამოჰყავთ მუშები, რომლებიც ზუგდიდში თხრილში ჩაცვივდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ჩანდნენ, მარტო ხმა გვესმოდა" - როგორ ამოჰყავთ მუშები, რომლებიც ზუგდიდში თხრილში ჩაცვივდნენ

ორი მუშის მდგომარეობა, რომლებიც მაშველებმა ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოიყვანეს, სტაბილურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მუშებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიწის ჩამოშლის მომენტში საკანალიზაციო არხში რამდენიმე მუშა იმყოფებოდა და ორის გარდა, ამოსვლა ყველამ მოასწრო. ადგილზე სამუშაოებს კომპანია "ფაიფერი" ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის ლაშა ლატარიას განცხადებით, მშენებლობისას რკინის დამცავი ჯებირები ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა მიწა მაინც ჩამოიშალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ავტორი: თათული როგავა