loader

რომელ კომპანიაში მუშაობ, გენაცვალე? - ნიკა გვარამია "პირველი არხის" ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ კომპანიაში მუშაობ, გენაცვალე? - ნიკა გვარამია "პირველი არხის" ჟურნალისტს

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.

"რასაც მკითხავენ, იმაზე ვუპასუხებ; რაც მახსოვს, თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს, ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს, უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

ამასთან, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე პირველ რიგში სამოქალაქო წარმოებისაა.