loader

იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევს მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას, პატიმრობა უქმდება - რა მუხლები გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევს მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას, პატიმრობა უქმდება - რა მუხლები გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამათლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რაც არ იწვევს მიჩვევას ან აგრესიულ ქმედებას. ამავე დროს, ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მსგავსი ნივთიერების დასჯადობის მიზნები მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვით შემოიფარგლება.

სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა, შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, სასამართლოს განმარტებით, უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა ორ კატეგორიად – ჯგუფი, რომელიც იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას და პირიქით, რაც კანონმდებლობაში უნდა აისახოს. მათივე თქმით, სასამართლოს არ უმსჯელია, კონკრეტულად რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება.