loader

კადრები მოსკოვიდან, სადაც აქციაზე უკვე 600 ადამიანი დაიჭირეს - ვრცელი ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მოსკოვიდან, სადაც აქციაზე უკვე 600 ადამიანი დაიჭირეს - ვრცელი ჩანაწერი

განახლებული ინფორმაცი [19:35-ის მონაცემები]:

მოსკოვში ოპოზიციის აქციის 600-მდე მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მოსკოვის პოლიციაზე დაყრდობით წერს.

"მოსკოვის ცენტრში, არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაახლოებით 600 ადამიანია დაკავებული", - აცხადებენ სამართალდამცავ უწყებაში.

დაკავებულებს შორისაა ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსეი ნავალნის დაარსებული ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" იურისტი ლიუბოვ სობოლი. ისევ დააკავეს დეპუტატების დაურეგისტრირებელი კანდიდატი კონსტანტინ იანკაუსკასი, რომელმაც მთელი გასული კვირა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაატარა. ასევე დააკავეს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ კალიაპინი.

შეგახსენებთ, მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეები საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.