loader

კადრები ბათუმის საშაურმიდან, სადაც 25 წლის ბიჭი დაჭრეს - დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმის საშაურმიდან, სადაც 25 წლის ბიჭი დაჭრეს - დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა

ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 25 წლის ბიჭი ფეხის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.