X
ბინის ქურდობისთვის დაკავებული ქართველი პატიმარი გერმანიის ციხიდან გაიქცა - როგორ მოახერხა მან საპატიმროდან თავის დაღწევა?
18:33 / 05-08-2019
გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.

„გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაიქცა საქართველოს მოქალაქე. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]