loader

"გაშვებების სერიაც დაიწყო!.. ხვალ ჩვენი რიგი მოვა..." - ნოდარ მელაძე თანამშრომელს ემოციური პოსტით ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაშვებების სერიაც დაიწყო!.. ხვალ ჩვენი რიგი მოვა..." - ნოდარ მელაძე თანამშრომელს ემოციური პოსტით ემშვიდობება

ტელეკომპანია "რუსთავი 2" იურისტმა თამთა მურადაშვილმა დატოვა. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მის "ფეისბუქპოსტში" წერს, იურისტმა არხიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მეილის საშუალებით მიიღო.

"გაშვებების სერიაც დაიწყო!!!

ამდენი წელი ჩვენთან ერთად იომა, იბრძოლა რ2-ის გადასარჩენად. დღეს მეილზე მისწერეს, რომ გათავისუფლებულია ტელევიზიიდან, რომელსაც ამდენი წელი, ამდენი დღე და ღამე შესწირა.

ხვალ ჩვენი რიგი მოვა, თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად გავლებული მავთულხლართებით მოგვახრჩობენ ყველას!", - დაწერა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გასულ კვირას კიდევ ერთმა იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა დატოვა. ორივე მათგანი, როგორც საძაგლიშვილი, ასევე მურადაშვილი, აქტიურად იყო ჩართული "რუსთავი 2"-ის საქმის სამართლებრივ დავებში და ორივე მათგანს ოპონირების
გაწევა უწევდათ არხის ამჟამინდელ გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან, რომელიც იმ დროისათვის ქიბარ ხალვაშის ადვოკატი იყო და შესაბამისად, "რუსთავი 2"-ის ძველი მენეჯმენტისა და მფლობელების წინააღმდეგ, ხალვაშის ინტერესების დასაცავად იბრძოდა.