loader

რა არის ცნობილი 26 წლის ქართველ ბიჭზე, რომელიც თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და ზღვაში დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი 26 წლის ქართველ ბიჭზე, რომელიც თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და ზღვაში დაიხრჩო

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრი იყო. როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო.

"მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, რათა ცხედრის გადმოსვენება მოხდეს სამშობლოში. შემთხვევა რიზეს ოლქში, გუშინ მოხდა", - ამბობს დავით გოგუა.

ლაშა მალანია რიზეში სამუშაოდ იყო წასული.